ჩვენ შესახებ
კომპანია ჯეოსეიფთი არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია 1000-მდე პარტნიორი კომპანიის კანონთან თანხვედრას უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულებით: შრომის უსაფრთხოების, შრომითი უფლებების, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, სახანძრო უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. ჩვენი პასუხისმგებლობა ვრცელდება 8,000 ლოკაციაზე, სადაც 30,000 ადამიანზე მეტია დასაქმებული.
შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება
კომპანია ჯეოსეიფთი ორიენტირებულია მიაწოდოს პარტნიორ ორგანიზაციებს კვალიფიციური მომსახურება და დაეხმაროს უზრუნველყონ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო მათი დასაქმებულებისათვის. ჯეოსეიფთი ფოკუსირებულია სამუშაო ადგილზე დაზიანებების, დაავადებების და რისკების შემცირებაზე, პოლიტიკის, სასწავლო პროგრამების, უსაფრთხოების აუდიტისა და შესაბამისობის ვერიფიკაციის კომბინაციის გზით. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ორგანიზაციებს შეასრულონ მარეგულირებელი მოთხოვნები და გააუმჯობესონ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების ზოგადი კულტურა. ჯეოსეიფთისთან თანამშრომლობა ეხმარება კომპანიებს მიიღონ სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებები ბიზნესის მართვის პროცესში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას, რაც გადამწყვეტია ბიზნესის ოპერირების ეტაპზე და მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს ადამიანური და ფინანსური რესურსების განაწილების კუთხით. ჯეოსეიფთი საქმიანობის ეტაპზე იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, მსოფლიოში აღიარებულ წარმატებულ პრაქტიკას და ნერგავს ეროვნულ დონეზე. ჩვენ ვოპერირებთ მოქნილი პრინციპებით და პარტნიორ ორგანიზაციებს ვთავაზობთ სამუშაო პაკეტების დიდ არჩევანს. ეფექტური სამუშაო მეთოდებით, ძლიერი გუნდითა და მომსახურების ფართო სპექტრით, გვაქვს ამბიცია, რომ შრომითი უსაფრთხოების სტატისტიკურ მონაცემებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ მთელ ქვეყანაში.
პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ჯეოსეიფთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური ოფიცრების გუნდი, რომლებიც აქტიური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფენ. გუნდი ორიენტირებულია სამუშაო ადგილზე დარღვევების გამოვლენასა და მათი აღმოფხვრის სტრატეგიების შემუშავებაზე, აგრეთვე ორგანიზაციის შესაბამისი დოკუმენტაციის, უსაფრთხოების აუდიტისა და სასწავლო პროგრამების ეფექტურად წარმართვაზე. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ორგანიზაციებს კანონმდებლობის მოთხოვნების დროულად და სრულყოფილად შესრულებაში. ჯეოსეიფთი თანამშრომლობის საფუძველზე ეხმარება კომპანიებს, კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უფრო ეფექტურად უზრუნველყონ. აუდიტის ფარგლებში განისაზღვრება მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების ფორმები, დამუშავებული მონაცემების კატეგორიები, მათი შეგროვებისა და მიღების წყაროები, ასევე შენახვის ვადები. გარდა ამისა, ჯეოსეიფთის მხარდაჭერით, კომპანიები შეძლებენ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დანერგვას და გაუმჯობესებას, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმების გამართვას. ჩვენ ვეხმარებით მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლენილი ინციდენტების იდენტიფიცირებასა და მათზე დროულ რეაგირებაში, რაც უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ჯეოსეიფთის მომსახურება ეფუძნება როგორც ადგილობრივ რეგულაციებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ადგილობრივ დონეზე ნერგავს მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტებს. პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ როგორც ერთჯერად, ასევე მრავალჯერად მომსახურებას, რაც ეფუძნება ეფექტურ სამუშაო მეთოდებს და კვალიფიციური გუნდის ჩართულობას. მიგვაჩნია, რომ ჩვენ საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ პროცესის ეფექტურ უზრუნველყოფაში.
HACCP სისტემის დანერგვა და მონიტორინგი
კომპანია ჯეოსეიფთი სასურსათო ჯაჭვში ჩართულ კომპანიებს ეხმარება HACCP სტანდარტის დანერგვაში. HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) არამარტო საქართველოს ადგილობრივი კანონმდებლობით სავალდებულო მოთხოვნაა, არამედ თქვენი ბიზნესის რეპუტაციის, მომხმარებლის ნდობისა და პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ის გეხმარებათ: პრობლემების პრევენციაში – რისკების წინასწარ განსაზღვრით და კონტროლით. შესაბამისობის უზრუნველყოფაში – ადგილობრივი სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებთან. მომხმარებლის უსაფრთხოებაში – რაც ზრდის კლიენტების ნდობას და ბიზნესის წარმატებას. ჯეოსეიფთი ეხმარება ბიზნესებს, შექმნან HACCP სისტემა, რომელიც არა მხოლოდ კანონით მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამება, არამედ რეალურად მოერგება თქვენს სპეციფიკურ პროცესებს. ჩვენი კონსულტანტები უზრუნველყოფენ იმ დოკუმენტაციის შემუშავებას, რომელიც კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული და დააკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლს. HACCP-ის დანერგვის შემდეგაც, ჩვენ ვზრუნავთ თქვენი სისტემის ოპტიმალურ მუშაობაზე ყოველთვიური მონიტორინგის საშუალებით. ჯეოსეიფთის კონსულტანტების ყოველთვიური ჩართულობა უზრუნველყოფს სისტემის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.