პერსონალური მონაცემების დაცვა
- ორგანიზაციისათვის პერსონალურ მონაცემთა ჯგუფის გამოყოფა;
- პროექტ მენეჯერის გამოყოფა და მომსახურეობის სისტემის ადმინისტრირება;
- თავდაპირველი შეხვედრა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და პროცედურული გეგმის წარდგენა, ანალიზი და განხილვა;
- ორგანიზაციაში მიმდინარე ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცესების ანალიზის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება;
- ორგანიზაციაში მიმდინარე ვიდეო და აუდიო მონიტორინგის ანალიზი, მათი კანონიერების დადგენა, საჭირო დოკუმენტების დამზადება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა;
- ინციდენტის მართვის გეგმისა და ზეგავლენის დოკუმენტის შემუშავება (რომელიც განახლდება გეგმიურად);
- მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის პერიოდული სწავლების ჩატარება;
- პერსონალისა და კლიენტთა ინფორმირების უზრუნველყოფა მათი კანონით გათვალისწინებულ უფლებებზე;
- მუდმივი მონიტორინგი, კლიენტებისა და პერსონალის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საჩივრების ანალიზი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია და ორგანიზაციის ინტერესის წარმომადგენლობა;
- სრული იურიდიული მხარდაჭერა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით;