შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა
იწყება წინასწარი რეგისტრაცია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე.
- აკრედიტებული პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ,
ნებისმიერ სამუშაო სივრცეში: - მოახდინოთ საფრთხეთა იდენტიფიცირება და შეაფასოთ რისკები;
შეიმუშავოთ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა. - ჩაატაროთ სწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
- შეაფასოთ სამუშაო გარემოს შრომის ჰიგიენა და მიკროკლიმატი.
პროგრამის აღწერა:
- 230 საათი - სრული აკრედიტებული კურსი
- სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა, რომლის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები ყველა იმ ეკონომიკური / არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი კომპანია დამატებით გაძლევთ შესაძლებლობას, აკრედიტებული კურსის დასრულების შემდეგ დამატებით, შედეგად მიიღებთ დამატებით 2 სერტიფიკატს.
- ნარჩენების მართვა
- სურსათის უვნებლობის სისტემა (HACCP) საბაზისო კურსი
პროგრამის განხორციელების ლოკაციები:
ირაკლი არაბიძე (აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი)
ასოცირებული პროფესორი
საჯარო მმართველობის დოქტორი შრომის უსაფრთხოებაში.
სახელმწიფო საინსპექციო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი შრომის უსაფრთხოებაში
ირაკლი ჩვენს გუნში აკრედიტებული პროგამის მენეჯმენტის, სასწავლო პროცესების მართვისა და მსმენელთა პროფესიულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
ლევან კაკაჩია
I რანგის პროფესიონალი
სახელმწიფო საინსპექციო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
შრომის უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი.
GEOSAFETY-ის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი
მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შრომის უსაფრთხობის კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში.
ლევანი ჩვენს გუნდში აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ეროვნული საკანონმდებლო მიმართულების მოდულებს ხელმძღვანელობს.
ანა აბესაძე
I რანგის პროფესიონალი
სახელმწიფო საინსპექციო სამსახურში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
GEOSAFETY-ის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ანას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შრომის უსაფრთხობის კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში.
აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, ანა ეროვნული საკანონმდებლო მიმართულების მოდულებს შეასწავლის მსმენელებს.
გრიგოლ ჭკადუა
I რანგის პროფესიონალი
სახელმწიფო საინსპექციო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. სფეროს ექსპერტი
შრომის უსაფრთხოებისა და გამოსდაცვითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი
გრიგოლი, მისი კვალიფიკაციის გათვალისწიენბით, ჩვენს გუნდში სხვადასხვა სექტორული მიმართულებით მუშაობს.
ლაშა სიხარულიძე
I რანგის პროფესიონალი
7 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთოების მიმართულებით. სფეროს ექსპერტი.
შრომის უსაფრთხოებისა და გამოსდაცვითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი
ლაშა საქართველოს უმსხვილეს კორპორაციებში საქმიანობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ლაშა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით გადასცემს ცოდნას მსმენელებს.
ფარნაოზ დვალი
I რანგის პროფესიონალი
10 წელზე მატი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში, სფეროს ექსპერტი.
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი
ფარნაოზი საქართველოს უმსხვილეს კორპორაციებში საქმიანობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ფარნაოზი სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით გადასცემს ცოდნას მსმენელებს.
ზაზა მეცხვარიშვილი
I რანგის პროფესიონალი
GEOSAFETY-ის შრომის უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი
10 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების/აუდიტის მიმართულებით.
ზაზა საერთაშორისო სერტიფიცირების და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია.
აკრედიტებული კურსის ფარგლებში ზაზა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით მუშაობს.
გენადი კვერენჩხილაძე
I რანგის პროფესიონალი
15 წელზე მეტი გამოცდილება მედიცინის, გარემოს, ჯანმრთელობისა და პროფესიული დაავადებების მიმართულებით. სფეროს ექსპერტი.
10 წლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასოცირებული პროფესორი.
გენადი ჩვენს გუნდში შრომის ჰიგიენის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
თეა მაღედანი
I რანგის პროფესიონალი
10 წელზე მეტი გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი შრომის უსაფრთხოებაში
თეა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, რომელიც აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში პროფესიული დაავადებების, შრომის, ჰიგიენისა და სამედიცინო სექტორში უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს.
გიორგი ჯანჯღავა
I რანგის პროფესიონალი
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დიპლომირებული სპეციალისტი
შრომის უსაფრთხოების სფეროში მსუბუქი და მძიმე მრეწველობის მიმართულებით 7 წელზე მეტი გამოცდილება
გიორგი მრავალწლიანი გამოცდილების პედაგოგია, კვალიფიკაცია დადასტურებული აქვს აკრედიტებული პროგრამის ყველაზე მეტ - 15 მოდულში.
გიორგის ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია GEOSAFETY-ის მიერ ორგანიზებული სწავლებების ჩატარების პროცესში.
კონსტანტინე ხაჭაპურიძე
I რანგის პროფესიონალი
გარემოს დაცვის მიმართულებით 10 წელზე მეტი გამოცდილება საქართველოს უმსხვილეს კორპორაციებში. სფეროს ექსპერტი.
შრომის უსაფრთხოებისა და გამოსდაცვითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი.
გარემოს დაცვის პროფესიონალი და სერთიფიცირებული აუდიტორი, რომელიც შრომის უსაფრთოების აკრედიტებული კურსის ფარგლებში მსმენელებს შეასწავლის გარემოსდაცვით საკითხებს.
ლალი მაჩაიძე
I რანგის პროფესიონალი
სფეროს ექსპერტი, გარემოს დაცვის მიმართულებით 10 წელზე მეტი გამოცდილებით
შრომის უსაფრთხოებისა და გამოსდაცვითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი.
გარემოს დაცვის პროფესიონალი და სერთიფიცირებული აუდიტორი , რომელიც შრომის უსაფრთოების აკრედიტებული კურსის ფარგლებში მსმენელებს ასწავლის გარემოსდაცვით საკითხებს.
გოჩა გელაშვილი
I რანგის პროფესიონალი
5 წელზე მეტი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
საქართველოს ყველა რეგიონში გოჩა სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოებას, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სწავლებას ხელმძღვანელობს.
ზურაბ პავლიაშვილი
I რანგის პროფესიონალი
20 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი შრომის უსაფრთხოებაში. სფეროს ექსპერტი.
ზურაბი ჩვენს გუნდში ტექნიკური მოდულების მიმართულებით მუშაობს.
გიორგი ჩიჩუა
I რანგის პროფესიონალი
სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სასწავლო სატრენინგო ცენტრის ინსტრუქტორი.
10 წელზე მეტი გამოცდილება პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლების მიმართულებით.
გიორგი ჩვენს გუნდში პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ომარ პაპაშვილი
I რანგის პროფესიონალი
სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ამასთანავე სასწავლო სატრენინგო ცენტრის ინსტრუქტორი
5 წელზე მეტი გამოცდილება პირველადი სამედიცინო დამხარების მიმართულებით
ომარი ჩვენს გუნდში პირველადი სამედიცინო დამხმარების მიმართულებით მუშაობს.
ბაია კუბლაშვილი
I რანგის პროფესიონალი
განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი, ინკლუზიური განათლების ექსპერტ-კონსულტანტი. არაერთი პროფესიული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სფეროს ექსპერტი.
ბაია ჩვენს გუნდში სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის მიმართუელბით მუშაობს.
კურსის სილაბუსი:
1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;
2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;
5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;
7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;
8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;
9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;
10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;
11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;
12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში;
13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა;
14. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
15. ტვირთის გადატანა;
16. სიმაღლეზე მუშაობა;
17. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;
18. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;
19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;
20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
21. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;
22. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;
23. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;
24. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;
25. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.
სწავლის ხანგრძლივობა:
- თბილისი - არაუმეტეს 90 დღე
- რეგიონები - არაუმეტეს 60 დღე
სწავლის საფასური: 1750 ლარი
შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები ვალდებულნი არიან ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებად საგამოცდო ცენტრში.