საგანგებო სიტუაციებში მოქმედების პრაქტიკული სწავლება
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისათვის, სადაც დიდი ოდენობით დასაქმებულები და სხვა პირები იყრიან თავს ან გადაადგილდებიან, სავალდებულოა იქ მყოფ პირთა გავარჯიშება საგანგებო სიტუაციების საკითხებში.
ჯეოსეიფთი წინასწარ შეიმუშავებს მოქმედების გეგმას, ჩაატარებს თეორიულ სწავლებას, რის შემდეგაც მოახდენს რეალურ გარემოში დასაქმებულთა და სხვა პირთა გავარჯიშებას, რითაც შემოწმდება პირთა მზადყოფნა - შეძლონ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირება და თანმდევი პროცესების მართვა.