591 33 77 33 info@geosafety.ge 37 ილია ჭავჭავაძის გამზირი

საევაკუაციო გეგმა

საევაკუაციო გეგმა  – ეს ძირითადი დოკუმენტია, სადაც მითითებულია საევაკუაციო გზები და გასასვლელები. დადგენილია ადამიანთა მოქცევის წესები, აგრეთვე ობიექტზე მოსამსახურე პერსონალის მოქმედებათა წესი.

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული. ჯეოსეიფთი გთავაზობთ საევაკუაციო გეგმების მომზადებას არსებული სტანდარტების შესაბამისად