GeoSafety-ის ადაპტირებული სტრატეგია Covid-19-თან ეფექტურად გასამკლავებლად
GeoSafety არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მიზნად ისახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს ეკომონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გააანალიზოს რისკ-ფაქტორები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწყვეტილებები.
უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რომელიც მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში გახდა აქტუალური. სულ რაღაც წელიწადნახევრის განმავლობაში, GeoSafety-იმ მოახერხა, გამხდარიყო მოწინავე კომპანია და ამავდროულად, მომსახურებოდა 500-ზე მეტ კომპანიას, რის შედეგადაც 25 000 დასაქმებული დღემდე მუშაობს უსაფრთხო, დაცულ გარემოში.
ბუნებრივია, ისევე, როგორც მთლიან ბიზნესსექტორს, Covid-19-ის ეპიდემია შრომის უსაფრთხოების მიმართულებასაც შეეხო − ბოლო დროს გაზრდილი მოთხოვნა და პოპულარიზაცია მალევე ნაკლებად პრიორიტეტული გახდა, რადგან ბაზარზე არსებულ კომპანიებს სულ სხვა საჭიროებები და მიზნები გაუჩნდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტების ნაწილში უკან გადავიდა, რადგან თითოეულ კომპანიას მხოლოდ იმაზე ჰქონდა საფიქრალი, თუ როგორ გადარჩენილიყვნენ.
შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, GeoSafety-ის Top Managment-მა მალევე შეძლო დაესახა ეფექტური სტრატეგია, რომელიც არა მარტო კომპანიას გადაარჩენდა, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სხვა კომპანიების კრიზისული პერიოდის მარტივად გადალახვაში.
Covid-19-ის დაწყებიდან 5 დღეში GeoSafety-იმ დაამატა გენერალური დეზინფექციის სერვისი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მომსახურება ბაზარზე სხვა მოთაშეებმაც დაამატეს, თუმცა ვინაიდან მსგავს საკონსულტაციო კომპანიებს შორის GeoSafety პიონერი იყო ამ მიმართულებით, შესაბამისი მოთხოვნის ხარჯზე, მოხდა 400-მდე კომპანიისთვის ამ სერვისის სრულფასოვნად მიწოდება. ამას ემატება სადარბაზოებში და კერძო ტერიტორიებზე გაწეული მომსახურება, რათა ვირუსის გავრცელების ალბათობა კრიტიკულად შემცირებულიყო და ადამიანებს ჰქონოდათ უსაფრთხოების შეგრძნება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა კრიზისულ პერიოდში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ GeoSafety-ის ამ დროის განმავლობაში სამსახურიდან არ დაუთხოვია არცერთი თანამშრომელი. პირიქით, ეპიდემიის პერიოდში შემუშავებული სტრატეგია იმ კრიტერიუმითაც იყო გათვალისწინებული, რომ შექმნილიყო ახალი სამუშაო ადგილები, რაც კომპანიამ წარმატებით შეასრულა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ GeoSafety-იმ დაიწყო პირბადეების წარმოება. მხოლოდ ამ მიმართულებით დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდა, ხოლო შემდეგ ამ რაოდენობას დაემატა 50-მდე ადამიანი, ვინაიდან კომპანიამ საკუთარ პროდუქციაში პირბადის გარდა დაამატა ხელთათმანები, ხსნარი და სხვა პრევენციული საშუალებები.
ბუნებრივია, არსებული ინვენტარები და აქსესუარები ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მსურველისთვის. გარკვეული კომპანიები ვირუსის გავრცელების პერიოდშიც აგრძელებდნენ საქმიანობას და სწორედ ასეთი კომპანიებისგან წამოვიდა მოთხოვნა დეზინფექციის სერვისსა და პროდუქციის შეძენის თაობაზე. GeoSafety-იმ საკუთარი ლოიალური მომხმარებლებისთვის გამოყო დეპარტამენტი, რათა მათი საჭიროებები განსაზღვრულიყო ინდივიდუალურად და თითოეულ მათგანს უსაფრთხოდ შეძლებოდა სამუშაოების გაგრძელება.
ეპიდემიური პერიოდის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ, GeoSafety-იმ შეასრულა ყველა ის შიდა-ორგანიზაციული ოპერაცია, რომელმაც განაპირობა მისი მზადყოფნა შემდეგი პროცესებისთვის. GeoSafety-ის იურისტები მუდმივად ადევნებდნენ თვალს რეგულაციებს, რათა მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ლოიალურ, ახალ მომხმარებლებს და მათი ოპერირება ყოფილიყო კანონთან შესაბამისი. ამ ყველაფერთან ერთად, GeoSafety-იმ 1500-მდე ადამიანს ჩაუტარა დისტანციური სწავლება ეპიდემიის პირობებში მუშაობასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა კომპანიისთვის.
ზოგადად, კრიზისულ სიტუაციაში მოსალოდნელი რეაქციაა, იზრუნო საკუთარი კომპანიის გადასარჩენად. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ არსებობენ ინსტიტუტები, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ. GeoSafety-იმ კომპანია Archi-სთან ერთად გენერალური დეზინფექცია ჩაატარა იმ სივრცეებში, სადაც დასახლებულია სოციალურად დაუცველი საზოგადოება. ამ ადამიანებს ასევე გადაეცათ პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარი და ყველა სხვა პროდუქცია, რაც ეპიდემიისას ვირუსის პრევენციისთვის არის საჭირო. პარალელურ რეჟიმში, თბილისის ქუჩების დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებაზე ზრუნავდა თბილისის მერია, რომელსაც GeoSafety-იმ 1 ტონა ანტისეპტიკური ხსნარი საჩუქრად გადასცა.
ცხადია, მთლიანი Covid-19-ის პერიოდი საკმაოდ მძიმე გამოდგა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ბიზნესსექტორის დიდი ნაწილი მთლიანად გაჩერებული იყო. GeoSafety-იმ, საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 150-ზე მეტ კომპანიას გაეგრძელებინა საქმიანობა შეფერხების გარეშე, წვდომა ჰქონოდათ დეფიციტში არსებულ პირადი დაცვის საშუალებებზე და ასევე, ადამიანების გარკვეული ნაწილი დაესაქმებინა ახალ სამუშაო ადგილას.
შედეგების გათვალისწინებით, ეს პერიოდი GeoSafety-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც კომპანია ეფექტურად გაუმკლავდა. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება დიდი ნაბიჯი იქნება GeoSafety-ის შემდგომი განვითარებისთვის, იქამდე კი კომპანია კვლავაც საკუთარი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნით იქნება დაკავებული.