სახანძრო უსაფრთხოების სრული მომსახურება
GeoSafety გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, რომელიც შესაბამისობაშია 41-ე და 370-ე დადგენილებებთან.
სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს:
- ევაკუციის მართვა
- ცეცხლმაქრები
- ხანძრის ქრობის სისტემა
- სახანძრო ვენტილაცია
- სახანძრო სიგნალიზაცია
მომსახურების ეტაპები:
- პროექტირება
- სისტემის მონტაჟი
- პერიოდული მონიტორინგი
საევაკუაციო გეგმა:
- საევაკუაციო გეგმების დამზადებას , A3 ფორმატზე , როგორც ლამინირებით, ასევე ჩარჩოთი.
- საევაკუაციო გეგმის მიხედვით საავარიო გასასვლელებში მანათობელი ნიშნების მონტაჟს.
- ელ. ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნების ელ. მომარაგება ხდება ინდივიდუალური წყაროთი. ასევე, ნიშნებს გააჩნია ავტომატური
კვების ბლოკი.
ევაკუციის მართვა:
- საევაკუაციო გეგმის შედგენა
- სწავლების ჩატარება
- ავარიული საევაკუაციო გასასვლელის მიმართულებების მანათობელი მანიშნებლები და მათი მონტაჟი
- ცეცხლმაქრებით უზრუნველყოფა
ცეცხლმაქრები:
ცეცხლმაქრებით უზრუნველყოფა ხდება ობიექტის სპეციფიკის მიხედვით. აუციელებელია, სწორად შეირჩეს ცეცხლმაქრის კლასი და მოცულობა.
სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაციის სისტემა:
- სამისამართო - სისტემა, სადაც ნებისმიერ მოწყობილობას აქვს თავისი უნიკალური მისამართი. საკონტროლო პანელზე ფიქსირდება კონკრეტული მოწყობილობიდან მოსული განგაში
- ზონალური (არასამისამართო) - სისტემა, როდესაც საკონტროლო პანელი აკონტროლებს 2/4/8/16 და ა.შ. ზონებს. პანელზე ფიქსირდება კონკრეტული ზონიდან მოსული განგაში
სამისამართო და არასამისამართო სისტემები მოიცავს:
- სამისამართო სიგნალიზაციის პანელი 2 მარყუჟი (ლუპი)
- ხელის საგანგაშო ღილაკი
- სასიგნალო მაუწყებელი (სირენა სტრობ-სანათით)
- კვამლის, თბული ან კვამლ-თბური დეტექტორი
- მართვის პულტი
ხანძრის ქრობის სისტემა
ხანძრის ქრობის სისტემა ნიშნავს სისტემას, რომელიც გვეხმარება სისტემური ხანძრის ჩაქრობაში. ლოკალური ხანძრის ქრობა შესაძლებელია ცეცხლმაქრის საშუალებით, ხოლო სისტემური ხანძრის დროს გამოიყენება წყლის სპრინკლერული სისტემა.
სახანძრო ვენტილაცია:
ცენტრალური სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი დაკვამლიანების შემცირებას
სერთიფიცირებული ელექტრიკოსის მომსახურება
ხანძრის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გაუმართავი ელექტრო სისტემაა. GeoSafety უზრუნველყოფს ტერიტორიაზე ელექტრო უსაფრთხოების დანერგვას და პერიოდულ მონიტორინგს. მომსახურებას უწევენ მესამე კატეგორიის სერთიფიცირებული კადრები