დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო დატესტვას სთავაზობს
GeoSafety ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ადგილზე მისვლით Covid-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებას სთავაზობს, რომელიც ვირუსს ადრეულ პერიოდში ავლენს. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება ორგანიზმში ვირუსის აღმოსაჩენად ხორციელდება ცხვირის ნაცხით.
ტესტი არის ამერიკული წარმოების და პასუხს 20 წუთში ადგენს. პროფესიონალი მედ. პერსონალი წესების სრული დაცვითა და აღჭურვილობით ადგილზე შეძლებს ტესტის გაკეთებას.