სწავლის ხანგრძლივობა

თბილისი - არაუმეტეს 90 დღე
რეგიონები - არაუმეტეს 60 დღე

მისამართი

თბილისი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბათუმი - საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი “ეკვატორი”

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა

იწყება წინასწარი რეგისტრაცია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე.

  • აკრედიტებული პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ,
    ნებისმიერ სამუშაო სივრცეში:
  • მოახდინოთ საფრთხეთა იდენტიფიცირება და შეაფასოთ რისკები;
    შეიმუშავოთ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა.
  • ჩაატაროთ სწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
  • შეაფასოთ სამუშაო გარემოს შრომის ჰიგიენა და მიკროკლიმატი.

230 საათი – სრული აკრედიტებული კურსი.

სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა, რომლის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები ყველა იმ ეკონომიკური / არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში თითოეული ჯგუფიდან 5 წარმატებული მსმენელი გაივლის 1 თვიან სტაჟირებას GEOSAFETY-ში.

ჩვენი კომპანია დამატებით გაძლევთ შესაძლებლობას, აკრედიტებული კურსის დასრულების შემდეგ დამატებით, შედეგად მიიღებთ დამატებით 2 სერტიფიკატს.

  • ნარჩენების მართვა
  • სურსათის უვნებლობის სისტემა (HACCP) საბაზისო კურსი

ღირებულება: 1850₾

შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები ვალდებულნი არიან ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებად საგამოცდო ცენტრში.

მენტორები:

ირაკლი არაბიძე

აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი
ასოცირებული პროფესორი

ლევან კაკაჩია

I რანგის პროფესიონალი

ანა აბესაძე

I რანგის პროფესიონალი

გრიგოლ ჭკადუა

I რანგის პროფესიონალი

ლაშა სიხარულიძე

I რანგის პროფესიონალი

ფარნაოზ დვალი

I რანგის პროფესიონალი

ზაზა მეცხვარიშვილი

I რანგის პროფესიონალი

გენადი კვერენჩხილაძე

I რანგის პროფესიონალი

თეა მაღედანი

I რანგის პროფესიონალი

გიორგი ჯანჯღავა

I რანგის პროფესიონალი

კონსტანტინე ხაჭაპურიძე

I რანგის პროფესიონალი

ლალი მაჩაიძე

I რანგის პროფესიონალი

გოჩა გელაშვილი

I რანგის პროფესიონალი

ზურაბ პავლიაშვილი

I რანგის პროფესიონალი

ომარ პაპაშვილი

I რანგის პროფესიონალი

გიორგი ჩიჩუა

I რანგის პროფესიონალი

ბაია კუბლაშვილი

I რანგის პროფესიონალი

კურსის სილაბუსი:

1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;

5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;

7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;

12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში;

13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა;

14. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

15. ტვირთის გადატანა;

16. სიმაღლეზე მუშაობა;

17. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;

18. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;

19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;

20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;

21. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

22. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;

23. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;

24. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;

25. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.