პერსონალური მონაცემების დაცვა

  • ორგანიზაციისათვის პერსონალურ მონაცემთა ჯგუფის გამოყოფა;
  • პროექტ მენეჯერის გამოყოფა და მომსახურეობის სისტემის ადმინისტრირება;
  • თავდაპირველი შეხვედრა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და პროცედურული გეგმის წარდგენა, ანალიზი და განხილვა;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცესების ანალიზის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ვიდეო და აუდიო მონიტორინგის ანალიზი, მათი კანონიერების დადგენა, საჭირო დოკუმენტების დამზადება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა;
  • ინციდენტის მართვის გეგმისა და ზეგავლენის დოკუმენტის შემუშავება (რომელიც განახლდება გეგმიურად);
  • მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის პერიოდული სწავლების ჩატარება;
  • პერსონალისა და კლიენტთა ინფორმირების უზრუნველყოფა მათი კანონით გათვალისწინებულ უფლებებზე;
  • მუდმივი მონიტორინგი, კლიენტებისა და პერსონალის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საჩივრების ანალიზი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია და ორგანიზაციის ინტერესის წარმომადგენლობა;
  • სრული იურიდიული მხარდაჭერა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით;