დღესდღეობით უსაფრთხო პირობებში მუშაობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. GeoSafety ეკონომიკური საქმიანობის მქონე კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ემსახურება.

მომხმარებლებთან გავდივართ შემდეგ პროცედურებს: ყველაფერი იწყება სამუშაო გარემოს ინსპექტირებით, რისკების შეფასებითა და კომპანიის საქმიანობის აუდიტით. ამის შემდეგ ხდება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და გეგმის ჩამოყალიბება. გამოვლენილი რისკების შედეგად ჩვენი გუნდი ადგენს სწავლების გეგმასა და ატარებს სწავლებებს, რომლებიც თანამშრომლების სამუშაო სივრცეში არსებულ საფრთხეების შესახებ ინფორმირებას და მათი პრევენციის მეთოდების გათვითცნობიერებას ემსახურება.

მთელი პროცედურის განმავლობაში, ჩვენი მხრიდან კომპანიას ემსახურება მაღალკვალიფიციური აკრედიტირებული სამსახური და იურიდიული გუნდი. ამ ყველაფერს ერთად კი მინიმუმამდე დაყავს ინციდენტისა და სანქცირების ალბათობა ჩვენი მომხმარებლისთვის.

ჩვენ წინასწარ ვსაზღვრავთ თუ რა ფინანსური რესურსია საჭირო კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს საშუალება აქვთ წინასწარ იცოდნენ, რა ფინანსებთან ექნებათ საქმე, ხოლო სამომავლო, არაგეგმიური ხარჯები მთლიანად ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა