შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია GeoSafety უახლოეს დღეებში 30-მდე საოფისე, საბანკო და სასტუმრო დაწესებულებებს დეზინფექციის სამუშაოებს ჩაუტარებს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად GeoSafety იწყებს სამუშაო სივრცეებისთვის სადიზენფიქციო მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შეუფერხებელ მუშაობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას.

„სადეზინფექციო ხსნარი არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებს და არის თვით აორთქლებადი, რაც დეზინფექციის პროცესს ხდის მომხმარებელზე მორგებულს და დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ფუნქციონირება შეფერხების გარეშე. პრემიუმ ხარისხის ხსნარი კლავს 99.99% ბაქტერიებს ყველაზე ძლიერი – ტუბერკულიოზის ჩხირის ჩათვლით. მომსახურების გაწევა შესაძლებელია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

GeoSafety არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას და მის საკუთრებაში მყოფ 3000-მდე ობიექტს უწევს ინსპექტირებას, რაც მთლიანობაში 25 000 -ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოიცავს“, – ნათქვამია კომპანია GeoSafety-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 შემთხვევა. ახალი ვირუსის სიმპტომები ვლინდება 2-დან 14 დღეში. ვირუსი ვრცელდება: ჰაერ-წვეთოვანი გზით – ხველებითა და ცემინებით, თვალზე, ცხვირზე და პირზე ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით და იშვიათ შემთხვევებში ფეკალიებთან კონტაქტით. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია გარემოს პერიოდული დეზინფექცია, ხელის დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტით დეზინფექცია.

წყარო: interpressnews.ge