Glovo  საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან  ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს.პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოში, მოპედებისა და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელთათვის, უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებაა.

 

„ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შევიმუშავეთ საგანგებო ტრენინგ მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლებისმფლობელებისთვის. კამპანია, რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, ივნისის ბოლოს, ტრენინგების სესიით დაიწყება და შემდეგ, კვარტალში ერთხელ ახალ-ახალი აქტივობებით გაგრძელდება. პირველ ტრენინგებზე საუბარი იქნება მოძრაობის წესებსა და გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. მასტერკლასები უფასოა და უმასპინძლებს არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს“.

ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი, უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, ცნობილი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია და მედიის წარმომადგენლები. „Glovo წელიწადზე ნაკლებია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, თუმცა დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. კურიერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მათი, ისე ზოგადად გზებზე უსაფრთხოების საკითხები. მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებების და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა. აქედან გამომდინარე დაიბადა ჩვენი ინიციატივა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგები, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, დიდ როლს შეიტანს ქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“, – ამბობს „Glovo საქართველოს“ გენერალური დირექტორი გიგა ქერქაძე.

 

Marketer-ის სტატია