რას სთავაზობს „GeoSafety“ მომხმარებელს

ქართულ ბაზარზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა,  რომელიც სრულ მომსახურებას გაუწევს  კომპანიებს  შრომის უსაფთხოების მიმართულებით და მოსალოდნელ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. ასევე სრულ თანხვედრაში მოიყვანს მათ საქმიანობას ქართულ კანონმდებლობასთან.

კომპანიის შექმნის ძირითად მიზეზად სახელდება რამდენიმე გარემოება, მათ შორის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მოხშირებული უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მაჩვენებელი, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევებითაა გამოწვეული.

როგორც „აქცენტს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, გუგა გრიგოლიამ  განუცხადეს, „ჯეოსეიფთი“  ამ ეტაპზე 30–მდე ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს.

„კომპანიებს მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ, კერძოდ,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდს, რომელიც ზრუნავს პარტნიორი კომპანიის ობიექტზე დასაქმებულების სწავლებასა და ინსტრუქტაჟებზე, შრომის უსაფრთხოების გეგმის დანერგვაზე, მიკროკლიმატის აზომვებზე, რისკების შეფასებასა და მათ კონტროლზე. „ჯეოსეიფთი“ პასუხისმგებლობას იღებს თავის მომსახურებებზე, რაც შეეხება მიმდინარე აქტივობას,  ამ ეტაპზე  ვთანამშრომლობთ 30–მდე კომპანიასთან. ახლახანს დავიწყეთ თანამშრომლობა კომპანია „გლოვოსთან“. კომპანია „გლოვოსა“ და „ჯეოსეიფთის“ თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სატრანსპორტო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლებების ჩატარება „გლოვოს“  700-მდე კურიერისთვის. მოგეხსენებათ, ამჟამად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვგეგმავთ,  ამ პროცესში მონაწილე კომპანიებს უსაფრთხოების კუთხით სწავლება ჩავუტაროთ, რათა  შევამციროთ რისკები და მოხდეს პრევენცია შესაძლებელი ინციდენტების, რაც  სამუშაოს ეფექტურსა და ნაკლებრისკიანს გახდის, – განუცხადა „აქცენტს“ „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლებმა გუგა გრიგოლიამ.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის გენერალური დირექტორი, თანადამფუძნებელი კახა დათიაშვილი აცხადებს,   რომ    კომპანია მზად არის მომსახურება გაუწიოს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს, იქნება ეს სასტუმრო, სავაჭრო თუ საოფისე სივრცეები, ასევე, დავიწყოთ სწავლება ყველა კომპანიასთან, რომელთაც ტრანსპორტთან აქვთ კავშირი. მისივე თქმით, აუცილებელია,  რომ შრომის უსაფრთხოების სისტემა ყოველთვის გამართული იყოს, ამიტომ ის დამსაქმებლისგან მუდმივ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.   „ჯეოსეიფთი“ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ობიექტზე ხარისხის პერმანენტულ კონტროლსა და მუდმივ აუდიტირებას.

„ჯეოსეიფთი“ 2019 წელს გამოჩნდა ბაზარზე, სადაც 30-მდე სპეციალისტია დასაქმებული. კომპანიას თბილისის გარდა ქუთაისშიც აქვს ფილიალი, სადაც ასევე დაინტერესებულ კომპანიებს რუსლი მომსახურება შეუძლია მიიღონ.