,,ჯეოსეიფთი” შრომის უსაფრთხოებისა და დაცვის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც დღესდღეობით 100-ზე მეტ კომპანიას უწევს მომსახურებას.

მათ შორისაა: სამშენებლო ობიექტები, სამრეწველო ობიექტები, ბანკები, სასტუმროები, სავაჭრო სივრცეები, ოფისები, სამონტაჟო კომპანიები, კლინიკები, რესტორნები, ლოჯისტიკური კომპანიები და სხვა.

Geosafety-ის მთავარი უპირატესობებია:
• კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური სპეციალისტებით, რომელთაც თან ახლავთ იურიდიული ჯგუფი. ეს უზრუნველყოფს არა მარტო გაწეული სამუშაოების მაღალ ხარისხს, არამედ მათ თანხვედრასაც საქართველოს კანონმდებლობასთან;
• კომპანია აღჭურვილია სამუშაო სივრცის ყველა პარამეტრის გაზომვისთვის საჭირო აპარატურით, რომლის მეშვეობითაც კომპანია აფასებს გარემოს ზემოქმედების შედეგებს დასაქმებულების ჯანმრთელობაზე;
• მრავალი ობიექტისა და მოქნილი მომსახურების მეშვეობით ,,ჯეოსეიფთი” დამსაქმებელს სთავაზობს ხარჯების ოპტიმიზაციას, რის მიხედვითაც დამკვეთი კომპანია ზოგავს შრომის უსაფრთხოების ხარჯებს მაქსიმალურად და იღებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
• კომპანია პასუხისმგებლობას იღებს და თავად ფარავს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ არაგეგმიურ ხარჯებს, იქნება ეს სანქცირება, ინციდენტი თუ იურიდიული დავა;
• ,,ჯეოსეიფთი” დამსაქმებელთან ერთად, შექმნილ უსაფრთხო სამუშაო გარემოში ზრდის კომპანიაში შრომის უნარიანობას ასევე აძლევს დამკვეთს საშუალებას დასაქმებულების ინციდენტისა და პროფესიული დაავადებების რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ვინ არიან მათი მომხმარებლები?
,,ჯეოსეიფთის” სეგმენტია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო, იქნება ეს წარმოება, მშენებლობა, თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობები. შრომითი უსაფრთხოების ნორმები და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები განსხვავებულია ყველა სექტორისთვის, თუმცა ის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის ერთნაირად. თუ სამშენებლო და მძიმე მავნებლობით სამუშაო გარემოში ინციდენტების რისკი ჭარბობს, სხვა შემთხვევებში, მაგალითად, ოფისში მუშაობისას, დროთა განმავლობაში იკვეთება საზიანო სივრცეში ყოფნისგან გამოწვეული პრობლემები. ამის მაგალითებია კუნთოვანი დაავადებები, დაზიანებული მხედველობა და სხვა. ამ ყველაფერს თან ახლავს საგანგაშო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საფრთხეებიც. ხშირად, პერსონალმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს აღნიშნულ შემთხვევებში, მაგალითად, ევაკუირებისას. სწორედ ამიტომ, ,,ჯეოსეიფთი” ყველა ტიპის სეგმენტს სთავაზობს ინსტრუქტაჟებსა და სწავლებებს ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე რისკის აღმოფხვრა ვერ ხერხდება სხვადასხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, იწერება მაკონტროლებელი ღონისძიებები, რათა აღნიშნული მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

ტექნიკური და იურიდიული სპეციალისტების ჯგუფი
,,ჯეოსეიფთი” დაკომპლექტებულია ისეთი სპეციალისტებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე. მათ ნამუშევარი აქვთ სხვადასხვა ეკონომიკურ დაწესებულებებში და გააჩნიათ შესაბამისი, სპეციფიკურ-დარგობრივი ცოდნა, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისების მაღალ დონეს.
ტექნიკური პროფესიონალების გარდა ,,ჯეოსეიფთის” კლიენტებს ემსახურებიან იურისტებიც, რაც უზრუნველყოფს ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაციის შერწყმას იურიდიულთან და მათ თავსებადობას კანონმდებლობასთან. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე ხშირად განიცდის ცვლილებებს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს რეგლამენტების გადამოწმება, რასაც მოსდევს შრომის უსაფრთხოების სისტემაში ცვლილებების შეტანა და განახლება.

შრომითი უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით კომპანიის მომსახურება შედგება დეტალურად გაწერილი და თანმიმდევრული სერვისებისგან
თითოეული ობიექტისთვის გამოყოფილია აკრედიტირებული პირი იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ.

ყველა ობიექტისთვის გამოყოფილია აკრედიტირებული პირი, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი უსაფრთხოების სერვისის მიწოდების ხარისხსა და ჯეროვნებას.

ისინი ზრუნავენ კლიენტების კმაყოფილებაზე და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ ინსტრუქტაჟების ეფექტურობას თითოეული დაწესებულებისთვის და რეგულარულად უწევენ მონიტორინგს ობიექტზე არსებულ რისკ ფაქტორებს, რომელსაც დამკვეთს რეგულარულად მოხსენების სახით ელექტრონულად, სიტყვიერად და წერილობით ამცნობენ.

რისკების შეფასება და გაზომვითი სამუშაოები
პირველ ეტაპზე ხდება რისკების შეფასება, რომლის დროსაც იკვეთება ჯანმრთელობისთვის საზიანო ყველა პოტენციური საფრთხე. რისკების შეფასებასთან ერთად გაზომვითი სამუშაოების შედეგად, მოწმდება ისეთი გარემო პირობები, როგორიცაა მიკროკლიმატი, ხმაური, ვიბრაცია და სხვ. ამის მიხედვით დგინდება, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს სხვადასხვა მაჩვენებლებების არასტანდარტულობამ ადამიანის ჯანმრთელობას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

შრომითი უსაფრთხოების დოკუმენტაცია
შემდგომ იქმნება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა და პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყველა თანამშრომლის ჩართულობას შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ მუშაობაში. მათ მიერ დანერგილი დოკუმენტაცია უზრუნველყოფს წარმატებულ ინსპექტირებას.

ინსტრუქტაჟები და სწავლებები
ამა თუ იმ კომპანიებში პოტენციური რისკების აღმოჩენის შემდეგ, იწერება ინსტრუქტაჟები და სწავლების გეგმა, სპეციფიური რისკების აღმოჩენის შესაბამისად. დასაქმებულებს უტარდებათ სწავლება სხვადასხვა რისკების შესახებ, რაც მათ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ინციდენტის შემთხვევაში, ამ ყველაფერს ემატება რიგგარეშე ინსტრუქტაჟებიც კონკრეტულ ინციდენტზე დაყრდნობით.
შესასრულებელი სამუშაოსა და პოტენციური რისკების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა სექტორში ინსტრუქტაჟებს სხვადასხვა დრო ეთმობა. სწავლებების შედგენაზე მუშაობს კვალიფიციური ტრენერი, რომელიც რისკების შეფასების შემდგომ ადგენს სწავლების გეგმასა და მოდულებს, რის მიხედვითაც ხდება დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება.

ხარჯების ოპტიმიზაცია
კომპანია უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს მაქსიმალურ შედეგს მინიმალური დანახარჯის საფუძველზე. შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკონსულტაციო კომპანიის დაქირავების შემთხვევაში, ესა თუ ის ობიექტი ბევრად იაფად აუმჯობესებს შრომითი უსაფრთხოების ხარისხს, ვიდრე ამას თავად მოახერხებდა. ამას გარდა, ვინაიდან ყოველი პუნქტისათვის გამოსაყოფი თანხა გაწერილია დოკუმენტაციაში და, შესაბამისად, ფიქსირებულია, დამკვეთი კომპანია დაზღვეულია გარე გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. ჯეოსეიფთი წარმოადგენს ბევრ სხვადასხვა კომპანიასაც, რისი წყალობითაც ჩვენს კლიენტებს შეღავათიან ფასში ვთავაზობთ დაზღვევას და პერსონალის დაშავებისას საჭირო მომსახურებას. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობას იღებს არაგეგმიურ ხარჯებზე, იქნება ეს ინციდენტი, სანქცია თუ იურიდიული დავა.

რეპორტინგის სისტემა მაღალი ეფექტურობისთვის
იმისთვის, რომ დამკვეთი კომპანიები ინფორმირებულები იყვნენ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების შესახებ, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მივმართავთ რეპორტინგის სისტემას. მოხსენებაში მოცემულია კანონმდებლობასთან თანმხვედრი პუქნტები და ის რისკები, რომლებსაც ყურადღება უნდა დაეთმოს.მოხსენებების მიზანია დამკვეთი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თავის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და პოტენციური რისკების თუ მიღებული შედეგების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს დამკვეთის ჩართულობას და პირადი პასუხისმგებლობის გათავისებას უსაფრთხო შრომითი გარემოს შექმნისათვის.