+995 599 369 929 info@geosafety.ge ზ. ფალიაშვილის ქ. 118

GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს საწარმოს ტიპის კომპანიებს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწვეტილებები.

 

უსაფრთხოების ნორმების სწავლება/ტრენინგი ჩვენს საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სრულფასოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს მიდგომა განგვასხვავებს სხვა ალტერნატივებისგან ბაზარზე - ჩვენ უშუალოდ ვერთვებით სამუშაო პროცესებში, ვქმნით უსაფრთხოების პოლიტიკას და პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა მუშაობა გააგრძელოს ყოველგვარი რისკის გარეშე.

 

GeoSafety - ში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს აქვს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. უსაფრთხოების დარგში სპეციალიზაცია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რომ მომხმარებელს გაუკეთოს ხარჯების ოპტიმიზაცია. გარდა ხარჯების შემცირებისა, ჩვენ მთლიანად ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას, რაც კლიენტს აძლევს საშუალებას ბოლომდე ფოკუსირდეს საკუთარ საქმიანობაზე და პარალელურად, თითოეული შრომითი ნორმა ჰქონდეს კანონთან შესაბამისობაში.

 

ჩვენ ვოპერირებთ მოქნილი პრინციპებით და მომხმარებელს ვთავაზობთ სამუშაო პაკეტების დიდ არჩევანს. ეფექტური სამუშაო მეთოდებით, ძლიერი გუნდითა და მომსახურების ფართო სპექტრით, გვაქვს ამბიცია, რომ შრომითი უსაფრთხოების სტატისტიკურ მონაცემებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ მთელ ქვეყანაში.

big-geosafety-png-black
შექმნილია ნუევოში.