რა პრობლემებია შრომის ბაზარზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ? – იმის გამო, რომ საწარმოს ტიპის კომპანიები შრომის უსაფრთხოების კანონით დადგენილ წესებს არ იცავენ, დასაქმებულები საწარმოო ტრავმებისა და პროფესიული დაავადებებისგან დაზღვეულები ვერ იქნებიან; თავის მხრივ კი, დასაქმებულები, რომლებსაც გაცნობიერებული არ აქვთ უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა, საფრთხეს თავადვე უქმნიან საკუთარ თავს. გამოდის, რომ ცნობიერება, შრომის უსაფრთხოების მხრივ, დაბალია და კომპანიებს, რომლებიც კანონით დადგენილი შრომითი პირობების შექმნას უწყობენ ხელს, დიდი ძალისხმევის ხარჯზე უწევთ საქმიანობა.

GeoSafety ქართული კომპანიაა, რომლის შექმნაც ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობამ და მოხშირებულმა ინციდენტებმა განაპირობა. კომპანია მიზნად ისახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, საწარმოს ტიპის კომპანიებს მოემსახუროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გააანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწყვეტილებები.

ჩვენი კომპანია შრომის უსაფრთხოების დარგში თეორიული კონსულტაციის გარდა, მომხმარებელს პრაქტიკულ მომსახურებასაც სთავაზობს. მომსახურებაში შესულია ყველა მიმართულება, რომელიც დამკვეთ კომპანიაში უსაფრთხოების გამართული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. სერვისი, ასევე, მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებსა და ინციდენტებთან, სანქციებთან დაკავაშირებული არაგეგმიური ხარჯების ანაზღაურებას – კახა დათიაშვილი, Geosafety თანადამფუძნებელი და დირექტორი.

M: კახა, საწარმოებთან ურთიერთობის ფორმაზე ვისაუბროთ… და  ზოგადად, თქვენი საქმიანობა რას გულისხმობს?
გვაქვს როგორც ერთჯერადი მომსახურებები, რომლებიც სისტემის ერთჯერადად დანერგვა-გამართვას გულისხმობს, ისე გრძელვადიანი ურთიერთობები. პირველი ეტაპი მოიცავს აუდიტს, სადაც ვიკვლევთ, თუ რამდენად თანხვედრაშია კომპანიაში არსებული სისტემა შრომის უსაფრთხოების კანონსა და რეგლამენტებთან მიმართებაში. ვახდენთ რისკების იდენტიფიცირებას, ვადგენთ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას, ვატარებთ ინსტრუქტაჟებსა და გეგმიურ სწავლებებს, რასაც შრომის უსაფრთხოების კანონი კომპანიებს ავალდებულებს. შემდეგ კი, დანერგილი სისტემისა და დოკუმენტაციის მონიტორინგს უზრუნველვყოფთ.

M: უფრო კონკრეტულად, რა სამუშაო პაკეტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაცია – ალტერნატიულ გადაწყვეტილებებთან შედარებით თითოეულ მომხმარებელს ნათლად ვაჩვენებთ, თუ რატომ არის აუთსორსზე თანამშრომლობა მათთვის ფინანსურად უფრო მოგებიანი;
  • თანამშრომლებისთვის სწავლების ჩატარება – მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ზედმიწევნით იცოდეს უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები, გაანალიზებული ჰქონდეს რისკები და გაიაზროს თავისი როლი ყოველ სიტუაციაში;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი: ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალური სიზუსტით დავალაგოთ ნებისმიერი ორგანიზაციის დოკუმენტაციის ნაწილი და რაც მთავარია, გავაკეთოთ მონიტორინგი, რათა ის მუდმივად თანხვედრაში იყოს კანონმდებლობასთან;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა – უსაფრთხოების სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება/განხორციელება საჭიროა არა მარტო თითოეული თანამშრომლისთვის, არამედ მთლიანად კომპანიისთვის;
  • უსაფრთხოების რისკების შეფასება (აუდიტი) – იმისათვის, რომ მომხმარებლის საჭიროებებსა და პრეფერენციებს ზუსტად მოვარგოთ ჩვენი კონკრეტული მომსახურება, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს უსაფრთხოების აუდიტი, შეფასდეს ყველა ის რისკი, რომელიც ადეკვატურად ასახავს, რა ტიპისა და რაოდენობის სამუშაოები იქნება შესასრულებელი, რათა დაკმაყოფილდეს მინიმალური ან რეკომენდებული შრომის უსაფრთხოების ნორმები;
  • გარემო ფაქტორების გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (ხმაური, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ვიბრაცია, ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერიანობა) – ნებისმიერი ობიექტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იცოდეს მაკროფაქტორები, რომელთა მიხედვითაც, უსაფრთხოების ნორმების მაჩვენებლები იცვლება. საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აზომვითი სამუშაოების ჩატარებით ვაკმაყოფილებთ კანონმდებლობას და ვითვალისწინებთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებს;
  • აკრედიტირებული პასუხისმგებელი პირის გამოყოფა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით – ჩვენი ხედვიდან გამომდინარე, თითოეული ობიექტისთვის/მომხმარებლისთვის გამოყოფილია აკრედიტირებული პირი, რომელიც უშუალოდ იქნება შუამავალი ჩვენს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის;
  • იურისტის მომსახურება – ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს იურიდიული წარმომადგენლობა შევთავაზოთ და მომსახურება ნებისმიერი საკითხის თაობაზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია შრომის უსაფრთხოებასთან;
  • სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა – ჩვენ სწორ, მიზანმიმართულ კონსულტაციას უზრუნველვყოფთ და ვაკეთებთ პროექტირებას, პროდუქციის მონტაჟს, კვარტალურ შემოწმებებსა და ნებისმიერ სერვისს, რომელიც სახანძრო მიმართულებას უკავშირდება.

M: ჩვენთვის რაც ასევე, ძალიან საინტერესოა, თქვენი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დამსაქმებლებისა თუ დასაქმებულებისთვის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს… გაგვიზიარეთ თქვენი ამ საქმიანობის დეტალებიც…
ყველა კომპანიისთვის სხვადასხვა სწავლების განრიგს ვადგენთ. სწავლებების თემატიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რისკებთან უწევთ თანამშრომლებს ურთიერთობა სამუშაო დღის მანძილზე. აუდიტისა და ინსპექციის შემდგომ გამოვლენილი ხარვეზების შემდეგ, ჩვენი გუნდი წერს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ მოვახდინოთ არსებული რისკების კონტროლი. რისკის შემცირებისთვის კი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაა. სწავლებები დასაქმებულის დაუდევრობის რისკს ამცირებს და ამით დამსაქმებელიც მეტად დაცულია ინციდენტებისგან.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პერსონალს უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა დეტალი გაცნობიერებული ჰქონდეს, რასაც სწავლების/ტრენინგების მეშვეობით ვახორციელებთ, – კახა დათიაშვილი.

M: როგორ ხედავთ Geosafety-ს განვითარების გზას?
ჩვენ საწარმოს ტიპის კომპანიებს ვემსახურებით და სექტემბრიდან ვაპირებთ, ყველა სფეროს შევეჭიდოთ. ვგეგმავთ საერთაშორისო სასწავლებლის ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ აქ, სხვადახვა სფეროში, სერტიფიკატები გავცეთ. მოკლედ, ამბიცია გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში, შრომითი უსაფრთხოების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ.

M: და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, რატომ უნდა დაიწყონ კომპანიებმა თქვენთან თანამშრომლობა?
ჩვენი მომსახურების პაკეტში შედის ყველა ის პუნქტი, რაც დამსაქმებლის კომფორტსა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს. კომპანიებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ ემსახურებიან საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც თითოეულ მათ კონსულტაციასა და მითითებებზე არიან პასუხისმგებლები.